Tokyo Game Show (იაპონ.東京ゲームショウ Tōkyō Gēmu Shō), TGS — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური სათამაშო ინდუსტრიის გამოფენა. იმართება ყოველი წლის სექტემბრის თვეში მაკუჰარი მესეს საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ ჩიბაში, იაპონიაში. გამოფენის ორგანიზატორია კომპიუტერული გართობის მომწოდებელთა ასოციაცია (CESA) და Nikkei Business Publications, Inc. გამოფენაზე ძირითადი აქცენტი კეთდება იაპონურ თამაშებზე, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნების ვიდეო თამაშების დეველოპერებიც ფართოდ იყენებენ გამოფენას თავიანთი თამაშების ან აღჭურვილობებიის დემონსტრირებისთვის. ღონისძიება ოთხ დღეს გრძელდება. Tokyo Game Show-ის პირველი ორი დღე ღიაა მხოლოდ სათამაშო ინდუსტრიის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, ხოლო მომდევნო ორი დღე — ფართო საზოგადოებისთვის. 2020 წელს, COVID-19 პანდემიის გამო, გამოფენა პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში.[3].