შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთი ირლანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთი ირლანდია
ინგლ. Northern Ireland
ირლ. Tuaisceart Éireann

ჩრდილოეთი ირლანდია
ჩრდილოეთ ირლანდიის
დედაქალაქი
და
ბელფასტი
54°39′ ჩ. გ. 6°36′ დ. გ. / 54.650° ჩ. გ. 6.600° დ. გ. / 54.650; -6.600
ოფიციალური ენა ინგლისური, ირლანდიური, ოლსტერიულ-შოტლანდიური
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი
ფართობი
 -  სულ 14 130 კმ2 
მოსახლეობა
 -  2021 შეფასება 1 800 000
ვალუტა ფუნტი სტერლინგი (GBP)
სასაათო სარტყელი UTC +00:00
 -  ზაფხული (DST) UTC +01:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
ჩრდილოეთი ირლანდია

ჩრდილოეთი ირლანდია (ინგლ. Northern Ireland; ირლანდიურად Tuaisceart Éireann) სხვადასხვაგვარად აღწერილია როგორც ქვეყანა, პროვინცია ან რეგიონი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ნაწილია. მდებარეობს ირლანდიის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ირლანდია ინაწილებს სამხრეთ და დასავლეთ საზღვრებს ირლანდიასთან. 2021 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 1,8 მილიონს აღემატება, რაც ირლანდიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს შეადგენს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 3 %-ს. ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა დაარსდა 1998 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიის კანონებზე დაყრდნობით. მას პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებზე, როდესაც სხვა სფეროები მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის. ჩრდილოეთ ირლანდია თანამშრომლობს ირლანდიასთან რამდენიმე სფეროში.

ჩრდილოეთ ირლანდია შეიქმნა 1921 წელს, როდესაც ირლანდია გაიყო 1920 წელს ირლანდიის მთავრობის საკანონმდებლო შტოს მიერ. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა იყო პროფკავშირის წევრი, რომელთაც გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა სურდათ. ისინი იყვნენ პროტესტანტი შთამომავლები დიდი ბრიტანეთის კოლონისტებისა. ამავდროულად, სამხრეთ ირლანდიის (რომელიც გახდა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო 1922 წელს) მოსახლეობის უმრავლესობა და მნიშვნელოვანი უმცირესობა ჩრდილოეთ ირლანდიისა, იყვნენ ირლანდიელი ნაციონალისტები და კათოლიკეები, რომელთაც სურდათ ერთიანი დამოუკიდებელი ირლანდია. დღეს პირველნი თავიანთ თავს ბრიტანელებად თვლიან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ თავს ირლანდიელებად.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიალური მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საგრაფო ადმინისტრაციული ცენტრი შექმნის თარიღი[1] ფართობი[2] მოსახლეობის რაოდენობა (2021)[3]
ანტრიმის საგრაფო ანტრიმი 1570 308,645 ჰექტარი (762,680 აკრი)[n 1] 651,321
არმის საგრაფო არმა 1571 132,698 ჰექტარი (327,900 აკრი) 194,394
დაუნის საგრაფო დაუნპატრიკი 1570 248,905 ჰექტარი (615,060 აკრი)[n 1] 553,261
ფერმანას საგრაფო ენისკილენი 1588 185,097 ჰექტარი (457,380 აკრი) 63,585
ლონდონდერის საგრაფო კოლერაინი 1613 211,826 ჰექტარი (523,430 აკრი)[n 2] 252,231
ტირონის საგრაფო ომა 1591 326,550 ჰექტარი (806,900 აკრი) 188,383

2021 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 42,3 % საკუთარ თავს თვლის კათოლიკად, 37,3 % პროტესტანტად ან სხვა კონფესიის ქრისტიანად, 1,3 % საკუთარ თავს სხვა რელიგიებს აკუთვნებს, ხოლო 17,4 % თავს თვლის არცერთი რელიგიის მიმდევრად ან არ მიუთითებს მას.[5] პროტესტანტებიდან ან სხვა კონფესიის ქრისტიანებიდან ყველაზე ბევრი იყვნენ პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევრები (16,6 %), ირლანდიური ეკლესიის მიმდევრები (11,5 %) და მეთოდისტები (2,3 %).[5] 2011 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 41,5 % საკუთარ თავს თვლის პროტესტანტად ან სხვა კონფესიის ქრისტიანად, 41 % კათოლიკად, 0,8 % საკუთარ თავს სხვა რელიგიებს აკუთვნებს, 17 % კი თავს თვლის არცერთი რელიგიის მიმდევრად ან არ მიუთითებს მას.[6] რაც შეეხება წარმოშობას (ანუ რელიგიას ან რელიგიურ აღზრდას), 2021 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 45,7 % თავს თვლის კათოლიკად, 43,5 % — პროტესტანტად, 1,5 % — საკუთარ თავს სხვა რელიგიებს აკუთვნებს და 5,6 % — თავს თვლის არცერთი რელიგიის მიმდევრად.[5] ეს იყო პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიაში, როდესაც კათოლიკე აღმსარებლობის მოსახლეობამ რიცხობრივად გაუსწრო პროტესტანტებს.[7] 2011 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 48 % საკუთარ თავს თვლიდა პროტესტანტად, 45 % — კათოლიკედ, 0,9 % — სხვა რელიგიების მიმდევრად და 5,6 % — არარელიგიურად.[6]

რელიგია ჩრდილოეთ ირლანდიაში – 2021[5]
რელიგია პროცენტი
კათოლიკები
  
42.3%
პროტესტანტები ან სხვა ქრისტიანები
  
37.3%
არარელიგიურები ან არ დაუფიქსირებიათ
  
17.4%
სხა რელიგიის აღმსარებელნი
  
1.3%

მოსახლეობის ბოლო აღწერებში რესპოდენტებმა მიუთითეს საკუთარი რელიგიური კუთვნილება ან რელიგიური აღზრდა შემდეგნაირად:[8][9][5]

ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის რელიგია ან რელიგიური აღზრდა
რელიგია / რელიგიური აღზრდა 2001 2011 2021
კათოლიკები 43.8 % 45.1 % 45.7 %
პროტესტანტები და სხვა ქრისტიანები 53.1 % 48.4 % 43.5 %
სხვა რელიგიები 0.4 % 0.9 % 1.5 %
არარელიგიურები ან არარელიგიურად აღზრდილები 2.7 % 5.6 % 9.3 %

2021 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით რელიგიური კუთვნილება 6 ტრადიციული ოლქიდან ოთხში უმრავლესობას წარმოადგენდნენ კათოლიკები, ხოლო ორში პროტესტანტები.[10]

ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის რელიგია ან რელიგიური კუთვნილება საგრაფოების მიხედვით
რელიგია / რელიგიური აღზრდა ანტრიმის საგრაფო არმის საგრაფო დაუნის საგრაფო ფერმანას საგრაფო ლონდონდერის საგრაფო ტირონის საგრაფო
კათოლიკები 40.1 % 58.2 % 32.3 % 58.8 % 61.3 % 66.5 %
პროტესტანტები და სხვა ქრისტიანები 47.0 % 34.0 % 53.5 % 35.5 % 32.5 % 28.9 %
სხვა რელიგიის მიმდევრები 2.1 % 1.2 % 1.5 % 1.1 % 0.9 % 0.6 %
არარელიგიურები ან არადაფიქსირებულები 10.8 % 6.7 % 12.7 % 4.6 % 5.3 % 4.0 %
  • Jonathan Bardon, A History of Ulster (Blackstaff Press, Belfast, 1992), ISBN 0-85640-476-4
  • Brian E. Barton, The Government of Northern Ireland, 1920–1923 (Athol Books, 1980)
  • Paul Bew, Peter Gibbon and Henry Patterson The State in Northern Ireland, 1921–72: Political Forces and Social Classes, Manchester (Manchester University Press, 1979)
  • Tony Geraghty (2000). The Irish War. Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-7117-4. 
  • Robert Kee, The Green Flag: A History of Irish Nationalism (Penguin, 1972–2000), ISBN 0-14-029165-2
  • Osborne Morton, Marine Algae of Northern Ireland (Ulster Museum, Belfast, 1994), ISBN 0-900761-28-8
  • Henry Patterson, Ireland Since 1939: The Persistence of Conflict (Penguin, 2006), ISBN 978-1-84488-104-8
  • P. Hackney (ed.) Stewart's and Corry's Flora of the North-east of Ireland 3rd edn. (Institute of Irish Studies, Queen's University of Belfast, 1992), ISBN 0-85389-446-9(HB)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Antrim and Down areas are calculated by combining the administrative county areas[2] with the areas of the wards of Belfast respectively west and east of the River Lagan as follows:[4]
    • 308,645 = 304,526 county Antrim + 4118.93 part of Belfast (all wards except Ormeau, Pottinger, Victoria)
    • 248,905 = 246,624 county Down + 2281.23 part of Belfast (Ormeau, Pottinger, Victoria wards)
    • 905.29 hectares of Belfast tidal area is excluded from both counties
  2. 211,826 = 210,782 county plus 1,044 county borough.[2]
  1. (25 March 2011) „Map 45: Counties 1542–1613 [and Notes]“, Maps, Genealogies, Lists: A Companion to Irish History, Part II, A New History of Ireland. Clarendon Press, გვ. 43, 108–109. ISBN 9780199593064. 
  2. 2.0 2.1 2.2 Northern Ireland General Register Office (1975). „Table 1: Area, Buildings for Habitation and Population, 1971“, Census of Population 1971; Summary Tables (PDF), Belfast: HMSO, გვ. 1. 
  3. Census 2021 - Northern Ireland - County - Population. NISRA. ციტირების თარიღი: 24 October 2023
  4. Northern Ireland General Register Office (1975). „Table 4: Area, Population, Buildings for Habitation and Private Households — County Borough and Wards“, Census of Population 1971; County Report: Belfast County Borough (PDF), Belfast: HMSO, გვ. 1. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Main statistics for Northern Ireland Statistical bulletin – Religion. ციტირების თარიღი: 22 September 2022
  6. 6.0 6.1 Census 2011
  7. „Census 2021: More from Catholic background in NI than Protestant“. BBC News. 22 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 September 2022. ციტირების თარიღი: 22 September 2022.
  8. Key Statistics Table. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 22 September 2022
  9. Northern Ireland Census 2011 Key Statistics Summary Report. ციტირების თარიღი: 22 September 2022
  10. Religion or religion brought up in. ციტირების თარიღი: 17 August 2023